წილი ნაყარია... თუ საქართველო გავიდა

ბუქარესტში გაიმართა ევრო-2020-ის წილისყრა. სულ სხვა მუღამით ვუყურებდით, რადგან გაისად ზაფხულს ევროპაზე საქართველოს ნაკრებიც შეიძლება ვიხილოთ..

 ფლეი-ოფში D გზიდან გასულის მეტოქეები იქნებიან ჰოლანდია, უკრინა და ავსტრია.   

 

წარმოიდგინეთ, ერთ ჯგუფში მოხვდნენ ბოლო სამი დიდი ტურნირის ჩემპიონები... გერმანია 2014, პორტუგალია 2016, საფრანგეთი 2018... საოცარია!!!

 

 

A - იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი

 

B - ბელგია, რუსეთი, დანია, ფინეთი

 

C -  უკრაინა, ჰოლანდია, ავსტრია, D გზიდან გასული

 

D - ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C გზიდან გასული

 

E - ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, B გზიდან გასული

 

F - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია,  A გზიდან გასული

 

ერთი შენიშვნა: თუ A გზიდან რუმინეთი გავა, მაშინ მასპინძლის ფაქტორის გათვალისწინებით (რადგან ევროპაზე თამაშები რუმინეთშიც ტარდება), D გზიდან გასული გადაინაცვლებს F ჯგუფში - გერმანიასთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან. ასე რომ, არსებობს შანსი, რომ საქართველო გავიდეს ევროპაზე და სწორედ ამ "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდეს. 

 

 

 

A გზა

 

ნახევარფინალები: ისლანდია – რუმინეთი, ბულგარეთი – უნგრეთი

 

ფინალში მასპინძელი იქნება ბულგარეთი ან უნგრეთი   

 

B გზა

 

ნახევარფინალები: ბოსნია–ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი–ირლანდია

 

ფინალში მასპინძელი იქნება  ბოსნია ან ჩრდილოეთ ირლანდია

 

 

 

С გზა

 

ნახევარფინალები: შოტლანდია – ისრაელი, ნორვეგია–სერბეთი

 

ფინალში მასპინძელი იქნება ნორვეგია ან სერბეთი

 

D გზა

 

ნახევარფინალები (26 მარტს): საქართველო-ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვო

 

ფინალში (31 მარტს) მასპინელი იქნება საქართველო ან ბელარუსი

 

როგორც იცით, ევრო-2020 12 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება 12 ივნისიდან 12 ივლისამდე.  ფორმატი იგივე იქნება, როგორც წინა ევროპაზე და ასევე, 1986, 1990 და 1994 წლების მუნდიალებზე: 24 გუნდი, 6 ჯგუფი და მერვედფინალში ორ-ორი გამარჯვებულის გარდა, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსნის გასვლა.

 

აქამდეც ცნობილი იყო, თუ რომელი ჯგუფის მატჩები რომელ ქალაქებში გაიმართებოდა: 

 

A - რომი, ბაქო

B - სანკტ-პეტერბურგი, კოპენჰაგენი

C - ამსტერდამი, ბუქარესტი

D - ლონდონი, გლაზგო

E - ბილბაო, დუბლინი

F - მიუნხენი, ბუდაპეშტი

 

თუ საქართველო გავა, პირველ მატჩს 14 ივნისს ავსტრიასთან გამართავს ბუქარესტში; მეორეს 18 ივნისს ასევე ბუქარესტში უკრაინასთან და 22 ივნისს ამსტერდამში ჰოლანდიასთან... ეს იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთი ვერ გავა ევროპაზე.