ანორთოსისი არ ჩერდება, ოქრიაშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა

ქეცბაიას გუნდმა ბოლო 5 მატჩში 17 გოლი გაიტანა

მორიგი მატჩი მოიგო თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა, რომელიც ლარნაკას აეკს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ სტუმართა კარში მეორე გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ოქრიმ ანორთოსისის მაისურით პირველად გამოიჩინა თავი. ოქრიაშვილი და დაუშვილი ძირითადში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, ლორია და კაჭარავა კი განაცხადს მიღმა დარჩნენ. 

 

 

ქეცბაიას გუნდმა ამ მოგებით 24 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩისადმი დიდი ინტერესი იყო, იმდენად დიდი, რომ ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა.