კიტეს მატჩი

ქართველმა ნახევარმცველმა შტურმის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

ავსტრიის ჩემპიონატის მე-16 ტურში, გრაცის შტურმი, რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, ტიროლს ესტუმრა და 5:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ქართველმა შემტევმა დიდი წვლილი შეიტანა. ჯერ იყო და მისი საგოლე გადაცემით ანგარიში გაიხსნა, შემდეგ მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.

 

საერთოდაც ქართველ ლეგიონერს შესანიშნავი სეზონი აქვს. ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კიტეიშვილმა 16 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლით და 4 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

 

 

რაც შეეხება შტურმს, გრაცელები 27 ქულით მე-4 ადგილზე არიან და მომდევნო ტურში ალტახს შეხვდებიან.