ევრო-2020... გადავხედოთ მილიონებს

საინტერესოა ევრო-2020-ის საპრიზო ფონდი... მხოლოდ მონაწილეობისთის უეფა 9,25 მილიონ ევროს გამოდის.

ჯგუფში თითოეული მოგებისთვის დამატებით 1,25 მილიონი, ჯგუფში ფრისთვის 750 ათასი, მერვედფინალში გასვლისთვის 2 მილიონი, მეოთხედფინალში გასვლისთის 3,25 მილიონი, ნახევარფინალში გასვლისთვის 5 მილიონი; 7 მილიონი ფინალისტს ერგება, 10 მილიონი - ჩემპიონს.

 

საერთო საპრიზო ფონდი 371 მილიონ ევროს შეადგენს. ევრო-2016-ზე თანხა ნაკლები იყო - 301 მილიონი. ევრო-2012-ზე კი - 196 მილიონი.