ლიუნგბერგი: არსენალის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია

ფრედრიკ ლიუნგბერგი: აღელვებული ვარ

უნაი ემერიმ არსენალი დატოვა და მეთოფეები ფრედრიკ ლიუნგბერგმა ჩაიბარა. ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, შვედმა პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„არსენალის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო. სიმართლე გითხრათ ცოტა აღელვებული ვარ, რადგან დიდი კლუბის მესაჭეობა დამეკისრა. არსენალში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ ერთად წარმატებებს მივაღწევთ,“-თქვა შვედმა.

 

არსენალს პრემიერლიგაში 19 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. რაც შეეხება ლიუნგბერგს, შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას ერთი პერიოდი სწორედ მეთოფეთა ღირსებას იცავდა და გუნდის ლიდერი გახლდათ.