19 წლის მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმით გარდაიცვალა

19 წლის იორდანიელი მოკრივე რაშედ ალ-სვაისატი ახალგაზრულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის მერე გარდაიცვალა... მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთში გაიმართა. ალ-სვაისატმა ესტონელ ვინოგრადოვთან შეხვედრის დროს მიიღო ტრავმა. Mirror-ის ცნობით, აზიელმა დარტყმის მერე  გონება დაკარგა და თავის არეში ოპერაცია დასჭირდა. 10 დღეში გარდაიცვალა.

 

გამოძიება დაწყებულია. გასარკვევია, ჰქონდა თუ არა იორდანიელ მოკრივეს ჯანმრთელობის თავზე პრობლემები მსოფლიო ჩემპიონატამდე. სამედიცინო ისტორიას გადახედავენ.