მხოლოდ რვა

 

 

 

 

 

 

 

საქართველოში და სხვაგანაც, უკვე კარგა ხანია მაყურებლები დაუშვეს ტრიბუნებზე, შეზღუდული რაოდენობით, ცხადია. კოვიდი ჯერ არსად წასულა. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც დღემდე არ უშვებენ გულშემატკივრებს სტადიონებზე.

აი, ერთი საინტერესო ამბავი. დაახლოებით სამი კვირაა დაიწყო შვედეთის ჩემპიონატი - ალსვენსკანი. მთავრობამ საბოლოოდ მაინც მიიღო ქომაგების ტრიბუნებზე დაშვების გადაწყვეტილება, ოღონდ... მხოლოდ რვა ადამიანის ოდენობით... ორიგინალურია არა?..

 

No description available.

 

ცოტა ისტორია. პანდემიის დასაწყისში, როცა ლამის მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, შვედები სხვაგვარად მოიქცნენ. არ დაუწესებიათ მკაცრი კარანტინი, მოსახლეობას მოუწოდეს სოციალური დისტანცია დაეცვათ და პირბადეები ეტარებინათ. არც საზკვების ობიექტები დახურულა. მიუხედავად ამისა, საფეხბურთო სეზონი გადადეს და ივნისის შუაში განაახლეს უმაყურებლებოდ.

ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია (15-20 ათასი დღეში), მრავალი საზოგადოებრივი ადგილი ღიაა. აპრილის დასაწყისში კი საფეხბურთო მატჩებზეც დაუშვეს მაყურებელი. ოღონდ... მხოლოდ 8 ადამიანი.

საქმე ის არის, რომ შვედეთის პრემიერმისტრმა, სტეფან ლოვენმა, კანონი გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარ შეკრებებზე 50 ადმიანის ნაცვლდ მხოლოდ 8 მოქალაქე დაიშვება. ამიტომაც ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებს სწორედ ამდენი გულშემატკივარი ესწრება.

ყოველი შეხვედრის წინ, ყველა კლუბი ერთგვარ ლატარეას ატარებს, რომლის მიხედვითაც რვა იღბლიანი იღებს საყვარელი გუნდის მატჩზე დასწრების უფლებას.

მაგალითად, წინა უქმეებზე, ალსვესკანის მე-3 ტურში, აიკ-მა, ფრენდს არენაზე ჰამარბიუს 2:0 მოუგო. თამაშის შემდეგ მასპინძელი ფეხბურთელები ფანების ტრიბუნისკენ გაემართნენ მადლობის გადასახდელად. უცნაური საცქერი იყო - გუნდის ფეხბურთელებ-პერსონალი გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე გულშემატკივრები...

 

No description available.

 

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ლიგების ასოციაციის გენერალურ მდივანს, მატს ენკვისტს, არ ესმის ასეთი ვითარების, რატომ შეიძლება სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე მეტი ადამიანის შეკრება, ფეხბურთის მატჩებზე კი არა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ დიდ ორგანიზაციად არ განგვიხილავენ. არადა, სინამდვილეში ასეთები ვართ. ჯანდაცვის ორგანიზაციები გაცილებით იოლად პოულობენ გამოსავალს ბარების, რესტორნებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის, ვიდრე ჩვენთვის. ვერ ვხვდები, რატომ“, - წერს ენკვისტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

სამი ტურის შემდეგ შვედეთის ალსვენსკანს მაქსიმალური 9 ქულით იურგორდენი ლიდერობს, მეორე ადგილზე შვიდქულიანი მალმიოა, მესამეზე - ამდენივექულიანი სირიუსი.