ჯუდოს ამბები: ირანის ფედერაცია 4 წლით მოკვეთეს...

ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ირანის ჯუდოს ფედერაციას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 

 

საქმე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ მოვლენებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ირანის ჯუდოს ხელმძღვანელებმა, საიდ მოლაის მოსთხოვეს, რომ ისრაელის წარმომადგენელს, საგი მუკის არ შეხვედროდა, რადგან ქვეყნებს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება აქვთ.

 

მოლაიმ ფედერაციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ასპარეზობა განაგრძო. ამის გამო, ის ირანში აღარ დაბრუნდა, რადგან ქვეყნის ხელისუფლება მას ღიად დაემუქრა.

 

საიდ მოლაი და საგი მუკი დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.