მესხმა ენისეის მოაგებინა

რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს კარასნიარსკლული გუნდები ენისეი და კრასნი იარი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება რუსეთის ათგზის ჩემპიონ ენისეის დარჩა 15:6 და სერიაში დაწინაურდა.

 

მატის 73-ე წუთზე ენსეის ქართველმა გარემარბმა დავით მესხმა მარჯვენა ფრთაზე ულამაზესი გარღვევა მოაწყო. მის შეჩერება ექვსმა მოწინააღმდგემ ვერ შეძლო და ძალზედ ლამაზი ლელო გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.

 

მესხის გარდა, ენისეის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. ხოლო კრასნი იარის რიგებში რობერტ სუთიძემ, ნიკო აფციაურმა და გიორგი ფრუიძემ იასპარეზეს. .

 

განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 10 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ის იქნება, ვინც ნახევარფინალურ სერიაში ორ მატჩს მოიგებს.