13 ნოემბერს საფრანგეთს ვეთამაშებით

ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის მიდი ოლიმპიკის ინფორმაციით ამ ქვეყნის ნაკრების ნოემბრის ტესტები დამტკიცებულია. ლე ბლო 6 ნოემებრს არგენტინას, 13 ნოემბერს საქართველოს, ხოლო 20 ნოემბერს ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

გამოცემა ამტკიცებს, რომ ფრანგების ყველა მეტოქისგან დასტური უკვე მიღებულია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ბორჯღალოსნებს შარშან ნოემბერშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ რადგან პანდემიის გამო ტესტები ჩაიშალა, ნოემბრის ერთა თასი ჩატარდა. იქ კი, ჩვენ და ფრანგების სხვადასხვა ჯგუფში მოვხვდით.

 

13 ნოემბერს ფრანგებთან მატჩი ბორდოში გაიმართება. იქ, სადაც, 2023 წლის მსოფლიოს თასზე დიდი ალბათობით ფიჯის ნაკრებთან მოგვიწევს თამაში.

 

ნოემბრის ტესტებზე ჩვენი ნაკრების სხვა გუნდების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.