გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასი მოიგო

უნგრეთის თასის ფინალში ერთმანეთს 2 ქართველის გუნდი დაუპირისპირდა. ბუდუ ზივზივაძის ფერეჰვარი გიორგი ბერიძის უიპეშტს შეხვდა და მატჩი ბერიძის გუნდის სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 101-ე წუთზე გავიდა. 

 

ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 114-ე წუთზე შეცვალეს, ზივზივაძემ კი თავიდან ბოლომდე ითამაშა. შეხვედრისას მსაჯმა ფერეჰვარის ფეხბურთელებს 2, ხოლო უიპეშტის მოთამაშეებს 1 წითელი ბარათი უჩვენა. 

 

გიორგი ბერიძე უიპეშტის ერთ-ერთი ლიდერია. ამ სეზონში მის ანგარიშზე 28 მატჩი და 15 გოლია. რაც შეეხება ზივზივაძეს, 27 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთი შეაგდო.