როუზის ეფექტი

ეკლიანი, სწრაფი, ელეგანტური, დაუნდობელი, კრეატიული.

 

10 წლის წინ ლიგამ ყველაზე ახალგაზრდა MVP მიიღო.

 

დერიკ როუზი.

რომელიც ჩიკაგოს ახალ ერას იწყებდა. მაიკლ ჯორდანის შემდეგ საუკეთესო ერას. იმ, ლეგენდარული ბულზის შემდეგ განსაკუთრებულ ერას.

იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო სადისტი ტომ ტიბოდო, რომელსაც ჰქონდა გეგმა - გამოგწურავთ, გამოგიყენებთ და მიგაგდებთ. როგორც მობეზრებულ მეძავებს. და, მოთამაშეები მზად იყვნენ ამ ურთიერთობისთვის. ტიბოდო უყვარდათ და ტიბოდოს ენდობოდნენ.

ის ჩიკაგო დერიკ როუზის ტრავმამ მოკლა. გაგლეჯილი მყესები, გატეხილი ძვლები. და, როუზმა დაკარგა სისწრაფე. და, როუზმა დაკარგა აგრესია.

უბრალოდ, დარჩა კლასი და კალათბურთის სიყვარული. და, როუზი დაბრუნდა.

დერიკი ვერასოდეს ვერ ავა იმ, ძველ დონეზე. ის, ძველი დონე თითქმის უკვდავება, თითქმის პანთეონი იყო. როუზი დარჩა ქვედა დონეზე, სადაც კარგი ბიჭები სუპერვარსკვლავებს ასვენებენ და ყველა ბედნიერია.

როუზიც ბედნიერია. დერიკი გადავიდა გუნდში, რომელმაც მას დაუძახა. დერიკი გადავიდა ნიუ იორკში, რომელიც ამ სეზონამდე ლპებოდა. დერიკი გადავიდა გუნდში, რომელიც უიმედოდ ეგდო აღმოსავლეთის კიბეებთან და ტალახის ჩამოყრას ვერ ასწრებდა.

დერიკი გადავიდა ნიუ იორკში.

უბრალოდ, ეს ნიქსი უკვე შეცვლილი იყო.

დერიკს აქ ბაბუა ტიბოდო დახვდა.

და, ძველმა მეგობრებმა აკრიფეს. ისედაც შეცვლილი, მაგარი მოტივირებული გუნდი (ჯულიუს რენდლი სეზონის ერთ-ერთი MVP გახლავთ) უფრო გაიშალა, ფერადი გახდა.

როუზი კვლავ ქმნის, როუზი ასრულებს და როუზი დომინირებს.

ტომი და დერიკი ისევ ერთად არიან. და, ეს მშვენიერია.

ფლეი ოფში სპერსის შემდეგ მე როუზი ვარ.