ვაშინგტონი აფეთქდა, დაიფერფლა

რასელ უესთბრუქი ცვლის ვაშინგტონს. რასელ უესთბრუქი ცვლის აღმოსავლეთში ფლეი ოფის კაიფს. რასელ უესთბრუქი კარიერაში საუკეთესო მონაკვეთს ფარავს.

რასი კლასია.

და, რასელს ლიგაში საუკეთესო აკომპანიატორი ჰყავს.

ბრედლი ბილი.

იდეაში, როდესაც რასი აქ მოდიოდა, პირიქით უნდა დამჯდარიყო, არა? თითქმის ყველასთვის რასი მეორე ოფციად მოდიოდა. ვაშინგტონში.

დღეს, რასი მთელი გუნდია.

ვაშინგტონმა დაცვაზე აცრილ, სწრაფ, სექსუალურ კალათბურთში აარტყა ინდიანას 154:141.

და, რასი იყო ნაპალმი.

რასმა 14 ქულა აიღო. და, 24 შედეგიანი გადაცემა. კარიერის რეკორდის გამეორება. და, 21 მოხსნა. კარიერის ახალი რეკორდი. რასმა დაშალა ინდიანა. და, ამ შედეგით რასი გარანტირებულად დახურავს სეზონს საშუალო სამმაგი დუბლით. მეოთხედ კარიერაში.

საგიჟეთია. როგორც შეშლილი მაქსის გმირები გვამცნობენ - მომავალი გიჟებს ეკუთვნის.

რასი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც მეორე დასვა ერთ მატჩში 20+ მოხსნა და 20+ პასი. იგივე შედეგი აქვს უილტ ჩემბერლენს. ღადაობთ?! რასი სხვაგან არის. ძალიან სხვაგან.

რასმა ამ სეზონში 32 სამმაგი დუბლი დასვა. რასი თეთრი ზვიგენია.

 

178 სამმაგი დუბლი კარიერაში. სერიული მკვლელი. ყველა დროის რეკორდამდე (ოსკარ რობერტსონის 181) ცოტაა. და, რასს ამ რეკორდის მოხსნა წელსვე შეუძლია. შვიდ მატჩში 4 სამმაგი თემაა. მოსულა.

 

რასი მონსტრია.

და, დროა, დავუხაროთ თავი ამ მუტანტს, რომელიც აკეთებს იმას, რაც სხვებისთვის მხოლოდ ოცნებაა.

ტიპი მართლა სხვაგან არის.

ვაშინგტონი აფეთქდა.